თუ ოდესმე ნანახი არ გაქვთ ეს კლიპი (ან რატომ უნდა გენახათ, გასაკვირია), ნიძლავს დავდებ, რომ ვერასოდეს მიხვდებით, როგორ დასრულდება ეს კლიპი.

კლიპის მიმდინარეობისას, შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ ეს ჰიგიენური პროდუქტის რეკლამაა, ან კონტრაცეფციის პრომოსაშუალება, ან თინეიჯერების ადრეული ორსულობის საწინააღმდეგო სოციალური რეკლამა.

თუმცა, ახლავე გეტყვით, რომ არც ერთია, არც მეორე და თქვენ წარმოიდგინეთ, არც მესამე🙂.

თუმცა, გარანტიას გაძლევთ, რომ კლიპის დასრულების შემდეგ, თავზე ხელს წაივლებთ და …

წარმომიდგენია, რა სახე გექნებათ🙂.

არადა, კომპანიას Design-Generation-ს შთამბეჭდავი სლოგანი აქვს: New Media for Every Business.