რას მოვესწარით?

ვაჟკაცურობის ხატულა, ბრენდი, რომელიც ჩვენთვის მამაკაცური სიძლიერისა და შეუპოვრობის განსახიერება იყო, სულ ახლახანს ძროხის წველასთან ასოცირდა და ჯიქანთან ნაზი და სათუთი მოპყრობის სიმბოლოდ შეიძლება იქცეს.

მესმის, რომ ამ კამპანიის მიზანი შეიძლება იყოს, ზიპოს განსაკუთრებულ მახასიათებელზე ხაზგასმა, რომ ის არ წვავს ხელს და მისით სარგებლობა ძალიან კომფორტულია, მაგრამ…

მაგრამ ბრენდი “კოვბოი” არ უნდა აქციო ფერმერების ბრენდად.

“ჯადოსნურ ცეცხლზე” აქცენტირება სხვა მეთოდებით, სხვა კრეატივით, სხვა გმირების გამოყენებით შეიძლებოდა.

ვიცით, რომ ძროხას არ სიამოვნებს, როდესაც მას ცივი ხელებით წველიან, ვიცით.

ნუ გაგვიგია მაინც.

ვიცით, რომ ჯიქანს ნაზად და სათუთად უნდა მოპყრობა.

ნუ, გაგვიგია მაინც.

მაგრამ რა შუაშია Zippo?

ამ კლიპის ნახვის შემდეგ, უბრალოდ სურვილი დავკარგე Zippo-თი სარგებლობის.

ჩემთან აღარ გაიმარიაჟოთ🙂

ასე მგონია, რომ Zippo-ს მფლობელები ახლახანს მოწველეს ჯიქანსავსე ჭრელა.🙂