ცნობილი და პოპულარული ფეხბურთელის, “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდის რუდ გულიტის ფრაზას, “ფეხბურთი სექსუალური თამაშია”, მისივე ყოფილმა გუნდმა ფრთები შეასხა და ამ გუნდის ფანი ქალებისათვის სექსუალური ქვედა საცვლების კოლექცია გამოუშვა.

ინგლისური გუნდი ამ ნაბიჯით გარკვეული სტერეტიპების დარღვევას აპირებს, რომელიც ფეხბურთის სამყაროში ღმად არის ფესვებგამჯდარი: ფანების საიმიჯო პოსტერებზე ყველაზე ხშირად ლუდით გაბერილმუცლიანი მამაკაცები, მიმზიდველი, ქვედა საცვლებში ჩაცმული ქალბატონებით იცვლება.

ნიუკასლის ღერბი ბიუსტჰალტერს, ღამის პერანგს, ტრუსსა და გრძელ წინდებს ამშვენებს.

ქვედა საცვლების დამამაზადებელი კომპანიის წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ ნიუკასლის მაგალითს პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიც მიბაძავენ და საკუთარი გულშემატკივრებისთვის ანალოგიურ კოლექციას გამოუშვებენ.

“ნიუქასლ იუნაითედის” მიერ გამოშვებული ქალის საცვლების სრული კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე.