“მირჩევნია შიშველი ვიყო, ვიდრე ბეწვეული ვატარო”, – აცხადებს იტალიელი სუპერვარსკვლავი ელიზაბეთ კანალისი და უერთდება ცნობილ მსახიობებსა და საზოგადო მოღვაწეების დიდ არმიას, რომელიც ცხოველების დახოცვას ეწინააღმდეგება.

ორგანიზაცია “პეტას” აქცია გრძელდება და მასში მართლაც უამრავი ვარსკვლავი მონაწილეობს.

“სიშიშვლეს ყოველთვის მოყვება რეაქცია და ამ ნაბიჯით მინდა უფრო მეტი ყურადღება მივაპყრობინო საზოგადოებას ცხოველთა განადგურების პრობლემაზე”, – ამბობს კანალისი.