ათასი რამ მომივიდა თავში ამ სისულელეს აღსაწერად. ხან აქედან მივუდექი და ხან იქიდან.

თავიდან მეგონა, უცხოელებმა რუსებზე მაგრად იღადავეს და “ვირუსია”-მეთქი, შემდეგ უკვე ვიდეოს ანოტაციაში არსებულ საიტზე შევედი და დახურული სააქციო საზოგადოება “ლენინის სახელობის კოლმეურნეობა” თურმე მართლა არსებულა.

უფრო მეტიც საჩვენებელ-სამაგალითოც ყოფილა მთელს რუსეთში და ჩვენთან სტუმრები რომ მეტეხზე უნდა აიყვანო აუცილებლად, ასევე დაყავთ უცხოელები ამ კოლმეურნეობაში მარწყვის ბაღების სანახავად.

ჩვენთან რომ დაირზმებიან და დიდი და პატარა რთველშია ჩართული, ასე კრეფს მთელი რუსული პოლიტ-ელიტა ამ მარწყვს🙂

თავიდან ბევრი ვიცინე, მაგრამ რამდენჯერმე რომ ვნახე, ცოტა დავიზაფრე – წვენი, რომლის რეკლამასაც თქვენ ნახავთ რუსეთში ძალიან კარგად იყიდება და მასზე მოთხოვნას კოლმეურნეობა ვერ აკმაყოფილებს.

დაჯექი მერე, წერე კრეატიული სცენარები და მარკეტინგული გეგმები…

რა საჭიროა?

რასიუ უმომ ნე პონიატ🙂