აირ ფრანსის მიერ შემოთავაზებული კლიპი «L’Envol»/გაფრენა თვითმფრინავის აფრენის პოეტურ მეტაფორას წარმოადგენს.

ორი მოცეკვავე ბენჯამინ მალპიე (“შავი გედის” ქორეოგრაფი) და ვირჟჲნი კოსინი არაჩვეულებრივი ჰარმონიულობითა და პლასტიკით გადმოსცემენ თვითმფრინავის აფრენის მართლაც შეუდარებელ ვიზუალს.

აირ ფრანსის სლოგანიც ძალზედ საინტერესოა: Making the sky the best place on earth/ცას დედამიწაზე საუკეთესო ადგილად ვაქცევთ.

მაქსიმალურად ნატურალური გამოსახულების მისანიჭებლად, კლიპი გადაღებულია უდაბნოში სპეციალური სარკეებიანი პლატფორმის მეშვეობით.

ეფექტი მიღწეულ იქნა – იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მოცეკვავეები ცაში არიან.

კლიპში მოცარტის მუსიკაა გამოყენებული.

კლიპის გადაღების პროცესი.