საინტერესო ამბები მოხდა ამ ბოლო დროს მოდის ინდუსტრიაში. საინტერესო, დაშვებული შეცდომების თვალსაზრისით.

ჯერ იყო და JCPenney-მ გამოუშვა ე.წ. T-Shirt/მაისურები უცნაური წარწერით “I’m too pretty to do homework so my brother has to do it for me.” ანუ მე ისეთი კარგი ვარ, რომ საშინაო დავალებებს არ ვასრულებ და ჩემი ძმა მეხმარებაო.


გაყიდვაში ამ მაისურების გამოტანას ამერიკაში ისეთი ამბავი მოყვა, რომ …

JCPenney-მ ზუსტად 2 დღეში ამოიღო გაყიდვებიდან მაისურების მთელი პარტია.

ABCNews.com-თან საუბრისას კომპანიის სპიკერმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას ასეთი ტიპის მაისურების გაყიდვაში გამოტანაზე და დასძინა, რომ ჩვენ ვეთანხმებით პეტიციის ხელმომწერებს, რომ მესიჯი, რომელიც მაისურებზეა დატანებული  არ არის ადექვატური.

საინტერესოა,რომ მაღაზიებში გასაყიდი მაისურები 7-დან 16 წლამდე გოგონებისთვის იყო გათვალისწინებული და $9.99 ღირდა. გვერდზე კი პოსტერი იყო გამოკრული წარწერით: ვის სცალია საშჲნაო დავალებისთვის, როცა ჯასტინ ბიბერის ახალი ალბომი გამოვიდა?

ონლაინ პეტიციების საიტზე Change.org განრისხებულმა მომხმარებელმა მოთხოვნით მიმართა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს გაეჩერებინათ სექსისტური შინაარსის წარწერების მქონე მაისურების გაყიდვა.

მოთხოვნა შესრულდა მედიის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურების გამოც.

მაგრამ…

პარადოქსული ფაქტი დაფიქსირდა: მაღაზიებიდან გაყიდვებმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა და ფასიც 7 დოლარით გაიზარდა.

ონლაინ მაღაზიები ვერ აუდიან მაისურების შეკვეთის მიღებას🙂

*
სკანდალი ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო ჩამცხრალი, რომ Forever 21ის ახალი მაისურებით აჭრელდა ინტერნეტი. ზემოთ ხსენებული კომპანიისგან განსხვავებით, Forever 21 კიდევ უფრო აკონკრეტებს გოგონებისთვის საძულველ საგანს და მოუწოდებს შეიძულონ ალგებრა.

Allergic to Algebra – ასეთი წარწერა აქვს ახალ მაისურებს.

რაღაც უცნაური ტენდენცია ამერიკაში – კაი გოგოდ ითვლები თუ ალგებრაზე ალერგია გაქვს?

არ ვიცი, არ ვიცი. ვიცი?

საბედნიეროდ, აშშ ის ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივ აზრს ჯერ კიდევ უსმენენ და ეს მაისურები ონლაინ მაღაზიებიდანაც ამოიღეს.

იმედს, ვიტოვებთ, ასეთი ტენდენცია საქართველოშიც არ დაფიქსირდება.

მეგობრებო არ დაუჯეროთ მაისურებზე არსებულ წარწერებს.