შეჯიბრი დაწყებულია.

ხელთათმანი ნასროლი.

სიტყვა ნათქვამი და საქმე ჩამთავრებული.

ვატყობ, ბოლო დროინდელი სარეკლამო კამპანიები სულ უფრო და უფრო ემსგავსება ASSvertising campaign-ებს.

შეჯიბრში ყველას ავიწყდება პროდუქტი, მისი მახასიათებლები, რაციონალური უპირატესობები.

რაციონალიზმი ემოციურმა ფაქტორებმა დაჯაბნა და ემოცია ძირითადად უკანალს უკავშირდება.

იმარჯვებს ის, ვინც უკეთეს უკანალს გვაჩვენებს, აწეულ დუნდულებს და მიხვრა-მოხვრისას ტრ…ის სიმკვრივეს.

ეჰ, სპორტული ფეხსაცმელები რომ მაგას აყენებდნენ… 🙂

კახელის არ იყოს და …

არ ვიცი თქვენთვის როგორ და ჩემთვის არ არის ასე ხელაღებით მისაღები სპორტული ფეხსაცმლის ასეთი ხარისხით სექსიზაცია.

ჩემი საყვარელი სქეჩერიც აიყოლიეს ამ ცუდმა ბიჭებმა :(.

აი, ამან დაიწყო!

(ჩავუშვი რიბოკი) 🙂

ახლა გამახსენდა. რიბოკის “რიტონს” პირველად რითი უპასუხა სქეჩერზმა.

ბრძოლა ალბათ რომელიმე მარსიანელის ლამაზი დუნდულების ჩვენებით დამთავრდება 🙂

Advertisements