მორიგი ცვლილებები და მორიგი გაუმჯობესებები, რომელიც ზოგიერთ ჩვენგანთან პილოტურად რამდენიმე კვირის წინ ჩაირთო, უკვე ოფიციალურად გაცხადდა.

News Feed

თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ ოპცია, რომელიც ყველა “აპდეითს” შეგინახავთ და უკვე მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი დღის შემდეგ შეხვალთ ფეისბუქში თქვენი მეგობრების ყველა პოსტი შეინახება თქვენს არქივში.

საინტერესოა, რომ აქამდე გამოწერილი განახლებები, მარტივად შეგიძლიათ გააუქმოთ.

სტატუსის განახლება შესაძლებელი ხდება უკვე მეგობრების ჯგუფების მიხედვით ყოველგვარი მექანიკური აკრეფის გარეშე.

 


გაზრდილი ფოტოები

News Feed-ში ფოტოები გაიზარდა და უფრო ადვილად ხილვადი გახდა


მიმდინარე განახლებები

მომხმარებლები, რომლებიც ხშირად სარგებლობენ ფეისბუქით უფრო ხშირად მოხვდებიან თქვენი კედლის ტოპ ამბებში.


ქანქარა 

ფეისბუქის ახალი ფუნქცია, რომელიც შენი მეგობრების ჩატის ზევით გიჩვენებს რეალურ დროში მეგობრების სტატუსებისა და პოსტების განახლებას.


ქანქარაზე, ან შეიძლება ქანდარაზე მიმდინარე პროცესში თქვენც შეგიძლიათ პირდაპირ ჩაერთოთ და რეალურ რეჟჲმში, ძირითადი კედლიდან გაუსვლელეად აწარმოოთ დიალოგი თქვენს მეგობართან.