მიყვარს იკეა. იცის, რა მძიმე ხვედრია მეუღლესთან ერთად შოფინგზე წასვლა და ერთი და იგივე ნივთის 100.000-ჯერ დათვალიერება.

ამიტომ ნებისმიერ ქალბატონს ამიერიდან ექნება საშუალება უპრობლემოდ შევიდეს იკეას მაღაზიებში, მრავალსათიანი შოფინგით იჯეროს გული და…

მეუღლე სპეციალურად მამაკაცებისთვის განკუთვნილ ოთახში დატოვოს.

ქმარს შეუძლია ითამაშოს სხვა ასევე “დატოვებულ” ქმრებთან ერთად ნარდი, დომინო, მაგიდის ფეხბურთი, უყუროს ტელევიზორს, მიირთვას წვენები და ნამცხვარი ალუბლის ჯემით.

მოკლედ, ყველაფერი ისევეა, როგორც დიიიდ შოფინგ ცენტრებშია ბავშვთა ოთახებში.

უახლოეს მომავალში ავსტრალიური ექსპერიმენტის გადატანას იკეა სხვა ქვეყნებშიც აპირებს.

იდილიაც დამყარდება: მოვა ტკბილი ოჯახი საშოპინგოდ, ჩააბარებს ბავშვთა ოთახში შვილებს, სპეცოთახში ქმარს და წავა ცოლი საშოფინგოდ.

არავითარი დავა, არავითარი კამათი. ყველა კმაყოფილია.

იქამდე, ვიდრე შოფინგით გულანთებული და დაკმაყოფილებული ცოლი ჯერ საქანელაზე შესკუპებული ბავშვების ჩამოხსნას და ნარდში 2 ქვა მოკლულ, მაგრამ მაინც დავი-დაუბასეზე წასული ქმრის წამოყენებას შეეცდება.

მაშჲნ რა გვეშველება?🙂