2005 – The Facebook

The Facebook  -ასე ერქვა მაშინ ფეისბუქს🙂

არც ნიუს ფიდი, არც ლაიქ ფეიჯები🙂


2006 – Mini-Feed

2006 წლის სექტემბრიდან იწყება სიახლეების ნუსხა (News Feed) და მომხმარებლების კედლებზე ჩნდება მათი აქტივობების ჩამონათვალი (mini-feeds).


2007 – ინტერაქცია

ჩნდება პირველი აპლიკაციები. ივენთები, ჯგუფები, მათ შორის, ფეისბუქის საჩუქრები და ბევრი კითხვა-პასუხის აპლიკაცია.

რა დრო იყო?🙂


2008 – აპლიკაციის ერა

მომხმარებლების კედელზე ჩნდება ახალი აპლიკაციები, ზოგი ნებადართული, ზოგიც  – აკრძალული.

ბევრ ჩვენგანს წიგნების თარო, სხვადასხვა პოპულარული ონლაინ თამაშის, მეგობრების დაბადების დღეების კალენდრები და უამრავი სხვა ტაბი ჰქონდა.

გახსოვთ?

ფეისბუქი “თვითგამოცემის” საშუალებას გვაძლევს და ამ დროიდან შეგვიძლია ავტვირთოთ და შევქმნათ ფოტო-ალბომები და ვიდეო-ალბომები..


2009 – ფეიჯები

მომხმარებლის პროფაილის პარალელურად ჩნდება კომპანიებისა და პოპულარული პირების ფან პეიჯები.

ჩვენ შეგვეძლო გავმხდარიყავით ამა თუ იმ ფეიჯის ფანები🙂.

2010 წლიდან ფან გვერდები “ლაიქ” გვერდებად გადაკეთდა.


2010 – ვიზუალური რედიზაინინგი

ფეისბუქის დიზაინი უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება: გვერდის შუაში თავსდება ბოლოს ატვირთული სურათები.

მარცხენა მხარე ეთმობა რეკლამას და გარკვეული ტიპის შეხსენებსებს.


2011 – ქანქარა

ხაზზე მყოფი (ჩათისთვის მომზადებული) მეგობრების ზედა მხარეს იკავებს შენი მეგობრების რეალურ რეჟიმში მიმდინარე აქტივობების ჩამონათვალი.


2011 – თაიმლაინი

გუშინ ფეისბუქის კონფერენციაზე კიდევ ერთი სიახლის შესახებ გაცხადდა.

ახალი პროფილი ვირტუალური დღიურის ფუნქციას შეიძენს და ფეისბუქზე თქვენი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს გამოყოფს (არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ ცუდად არ ჩამესმის ყურში,რდესაც რამდენჯერმე ვიმეორებ)🙂.

ფოტოების ზომა გაიზრდება და მათზე ჩასატარებელი სხვადასხვა ინტერაქტიული ოპერაციების რაოდენობა გაიზრდება.

ყველა მნიშვნელოვან განახლებაზე უკვე ვწერდით ჩვენს გუშინწინდელ პოსტში “ფეისბუქზე მორიგი ცვლილებებია – არ გაგიკვირდეთ, ვოლს თუ ვერ იცნობთ!”

საით მიდიხარ მარკ?

წყარო: მაშაბლი