Buy three, get the girl for free – ასეთია აქამდე ჩემთვის უცნობი და ახლა უკვე მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი თეთრეულის ბრენდის (Hunkemöller ) სლოგანი.

სულ თოთო რეკლამაა და ჯერ კიდევ სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს ამ კომპანიაში.

ჯერ კიდე არ იციან, რომ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები სარჩელებს ამზადებენ.

ჯერ კიდევ არ იციან, რომ ფემინისტები კბილებს ილესავენ.

ჯერ კიდევ არ იციან, რომ ქართული პოლიტიკური ძალები მათ პლაგიატში დაადანაშაულებენ.

ჯერ კიდევ ყველაფერი წყნარადაა: სამი ბიუსტჰალტერის შემძენი საჩუქრად მშვენიერ ქალბატონს მიიღებს🙂