საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია ედმონტონში, სილამაზის სალონის რეკლამამ რომელზეც გამოსახულია ქალი ჩალურჯებული თვალით, ხოლო მის უკან მამაკაცი რომელსაც ხელში ბრილიანტის ყელსაბამი უჭირავს.

ფოტოზე წარწერაა „გამოიყურებოდე კარგად – მხოლოდ ეს გჭირდება“ (looking good is all you need).

რეკლამის აზრი, თავადაც კარგად ხვდებით რაში მდგომარეობს.

კრიტიკის ქარ-ცეცხლის მიუხედავად, სარა კამერონს (ფოტოების ავტორი) ვებ-საიტიდან რეკლამა არ მოუცილებია, მხოლოდ მცირე განმარტება მიამატა, სადაც ბოდიშს იხდის რეკლამის გამო, თუმცა ამატებს რომ ეს მისი როგორც ხელოვანის გამოხატვის თავისუფლებაა.

საინტერესოა, რომ სალონი რეკლამა მსგავსი პროვოკაციული ხასიათის პოსტერებით აგრძელებს.