ტაბლეტების ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ამაზონის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა გუშინ მედია კონფერენციაზე ქინდლის ახალი მოდელი წარადგინა, რომელიც როგორც აი-პადის, ასევე სამსუნგ გალაქსის უმთავრესი კონკურენტი იქნება.

ქინდლი ფაია-ს გაყიდვები 15 ნოემბრიდან დაიწყება და მისი ღირებულება თითქმის სამჯერ ნაკლები იქნება აი-პადზე.

რასაკვირველია, ეფლის გამოცდილება, როგორც მარკეტინგული, ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში აღემატება ამაზონისას, მაგრამ არის ერთი თემა, რომელშიც ამაზონს ბადალი არ ყავს.

ეს არის გაყიდვები. და უპირველესად ონლაინ გაყიდვები. ეფლის მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ამაზონი მაინც პირველია.

აქამდე, ეს კომპანია 99%-ით სხვების პროდუქციას ყიდდა, მაგრამ დაგროვილი გამოცდილება მას მძლავრ კონკურენტად აქცევს ტაბლეტების სხვა მწარმოებლებისათვის.

გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ინტერნეტ გაყიდვების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება.

კიდევ ერთი ფაქტორია ძალზედ მნიშვნელოვანი: თუ ეფლს და სამსუნგს უზარმაზარი რესურსები ეხარჯებათ საკუთარი აპლიკაციების შესაქმნელად, “ქინდლი ფაია” ძალზედ ბევრი რესურსით უფასოდ ისარგებლებს.

“ქინდლი ფაია” სრულად ინტეგრირებულია ფეისბუქთან და სხვა სოციალურ ქსელებთან.

თუ შეიძენთ “ქინდლი ფაია”-ს, თქვენ გექნებათ წვდომა შემდეგ რესურსებზე:

• 18მილიონი ფილმიმ ტევე შოუ, სიმღერა, ჟურნალი და წიგნი

• Amazon Appstore – ათასობით პოპულარული აპლიკაცია და თამაში

•  Amazon Silk – ამაზონის ღრუბლის მომსახურება

• ამაზონის კონტენტის უფასო შენახვა ღრუბლებში

• დუალ კორე პროცესორი

ქინდლი ფაია დადებიტად შეაფასა ZdNet-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი დიგნანმა თავის ბლოგში და მას დიდი პერსპექტივა უწინასწარმეტყველა.

ამაზონი ამასთან ინტერნეტ-სივრცის პერსპექტიული მიმართულებითაც იწყებს განვითარებას და საკუთარ “ღრუბლებს” შეთავაზებს მომხმარებელს.

მედია-კონფერენციაზე წარდგენილ იქნა ამაზონის ვებ პლატფორმის ღრუბლოვანი სერვისი – “ამაზონ სილქი”, რომელიც მობილური კომუნიკაციების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გამო ერთ-ერთ უსწრაფესი იქნება მსოფლიოში.