“სპორტს ილუსტრეიდი” ახალი ხელმომწერების მოზიდვას სარეკლამო კამპანიით ცდილობს.

კამპანია ინტეგრირებულ ხასიათს ატარებს და გამოყენებულია როგორც გარე რეკლამა (ბილბორდები, ავტობუსის გაჩერებები), ასევე ვებ-ტექნოლოგიები და ვიდეოთამაშები.

კამპანიის მთავარი გმირები ჟურნალის სუპერმოდელები არიან. მათი ნახვა შეგეძლებათ როგორც ბილბორდებზე, ასევე სპეციალურ ინტერაქტიურ თამაშში.

თამაში გამოსულია როგორც DVD-ზე, ასევე Xbox და Playstation 3 პლატფორმისათვის.

კამპანიის მთავარი გმირებიი ირინა შეიკი და კრისი ტეიგენია, რომლებიც თამაშში შესაბამისად მილა ბელოვის და ნიკი ბლეიკის როლებს ასრულებენ.