კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა. კიდევ ერთხელ მოტყუვდნენ ის ქალბატონები, რომლებმაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მხოლოდ “რიბოკის” სპორტული ფეხსაცმელის ჩაცმით აპირებდნენ მათი სხეულის მშვენიერი ნაწილის, დუნდულების გამკვრივებას.

რიბოკი დათანხმდა გადაიხადოს 25 მილიონი დოლარის ამერიკის სავაჭრო კომისიის სასარგებლოდ, როგორც ეს აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

როგორც ჩანს რიბოკმა ვერ დაადასტურა რეკლამაში გამოყენებული სარეკლამო ფრაზები, რომლის თანახმადაც რიბოკის “რანტონები”  და “იზიტონები” სიარულის დროსაც კი ხელს უწყობს დუნდულებზე კუნთების დამატებით გამკვრივებას.

ამერიკის სავაჭრო კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეკლამის დამამზადებლებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ მომხმარებლების მიმართ და ყველანაირი დასკვნა სამეცნიერო გამოკვლევებზე დაყრდნობით უნდა გააკეთონ.

შესაშური ოპერატიულობაა და მომხმარებლებზე შესაშური ზრუნვა.

ჯერი ახლა “სქეჩერზეა”, რომელმაც გაღიზიანება ვერ დამალა რიბოკის ამ კამპანიის გამო და დუელში გამოიწვია რიბოკი.

დააჯარიმებენ, თუ არა “სქეჩერს” უფრო მეტი თანხით?