სოციალური რეკლამა, რომელიც ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ფონდების მოძიებისთვის იყო ჩაფიქრებული და დიდი გამოხმაურება ჰქონდა მთელ მსოფლიოში, ირლანდიაში აიკრძალა.

კლიპი, ფაქტობრივად, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მანიფესტად იქცა, ირლანდიის სარეკლამო სტანდარტების საბჭოს გადაწყვეტილებით აიკრძალა.

აკრძალვის მიზეზი, სიმართლე გითხრათ, იდიოტური და უპრეცედენტოა: კლიპში გენდერული ბალანსის წესებიაო დარღვეული.

????????

“კლიპში აგრესორის როლში წარმოდგენილია მხოლოდ მამაკაცი, რის გამოც გენდერული ბალანსი ირღვევა და ძალადობა ასიმეტრიულ ხასიათს იძენს”, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

ანუ მოძალადე მსხვერპლად გამოაცხადეს?

ასეთი სისულელე, კაი ხანია არ მომისმენია.

საბჭოს დასკვნიდან გამომდინარე, ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ გადაღებულ მომდევნო კლიპებში, ძალადობის ჩამდენებად აუცილებლად ქალი და მამაკაცი მოგვევლინება.

ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგი საზოგადოების ხელმძღვანელობა, რომლის დაკვეთითაც გადაიღეს კლიპი, უხერხულ მდგომარეობაშია, რადგან საწინაააღმდეგო არგუმენტის მოყვანა უჭირს.

აი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს უაზრო პოლიტქორექტულობამ!