გადაწყდა.
14 ოქტომბერს აი-ფონის ახალი ვერსია გამოდის.
ნუ, ამჯერად მე-5 ვერა. მაგრამ მე-4-ს გაუმჯობესებული ვერსია – iPhone 4S.
ეფლის აღმასრულებელი დირექტორისთვის ტიმ კუკისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, რადგან მთელი მსოფლიო სტივ ჯობსის წასვლასთან ერთად ეფლის მზის ჩასვენების პროგნოზს აკეთებდა.
ახალ მობილურს ბადურა დისპლეი და A5 პროცესორი აქვს, რაც ნებისმიერი ბრძანების შესრულებას წინამორბედთან შედარებით მინიმუმ შვიდჯერ ასწრაფებს.
8 მეგაპიქსელიანი კამერა HD ხარისხიტ გადაღების საშუალებას მოგცემთ.
თუმცა ინოვაციები ამით არ მთავრდება:
iPhone 4S აღჭურვილია ვირტუალური ასისტენტით, რომელსაც “სირი” ეწოდება.
წინა წელს ამ სახელზე (და არა სერვისზე) ჩვენ მაგრად ვიღადავეთ და დღეს სახელის ქართული ჟღერადობის “საეჭვო ღირსებებზე” აღარ შევჩერდებით, თუმცა წინა პოსტების ლინკებს მოგაწვდით:
გამარჯობა, მე ვარ “სირი”! რით შემიძლია გემსახუროთ?
სირის ნებისმიერი ხმოვანი ბრძანება გადაყავს ტექსტურ ფორმატში და შემდეგ თავად ტელეფონი ასრულებს ამ ბრძანებებს.
ბრძანებები შეიძლება იყოს მარტივი, ასევე ძალზედ რთული. მაგალითად, პალო ალტოში (სადაც ეფლის შტაბ-ბინაა განთავსებული) ბერძნული რესტორნის მოძებნა.
დარწმუნებული ვარ, მომავალში პალო ალტოში ძირითადად სახინკლის მოძებნას მოთხოვენ სირის :).
AT&T, Verizon და Sprint გაყიდვებისთვის ემზადებიან. ტელეფონის ფასი $199 (16 GB)-დან $400 (64 GB)-მდე იქნება.
*
*
გავრცელდა Apple-ის iPhone 4s-ის ოფიციალური ვიდეო:
*
*
და ბოლოს ეფლი აი-ქლაუდის გააქტიურებასაც იწყებს:
*
5 comments
Comments feed for this article
ოქტომბერი 6, 2011 at 5:40 PM
エカ (aka Katiee)
სერიოზული ტექსტი და უცებ “ვიღადავეთ”
lol
მეც ვიღადავე :)))
ოქტომბერი 6, 2011 at 9:35 PM
PRSchool
ვერ მივხვდი 🙂
ოქტომბერი 11, 2011 at 12:11 AM
მანქი
+1
ოქტომბერი 11, 2011 at 3:07 AM
PRSchool
მადლობა მანქი :*
ოქტომბერი 10, 2011 at 11:00 PM
წინა კვირის საუკეთესო პოსტები – 3-9 ოქტომბერი, 2011 « PRSchool
[…] სირი – ჭკვიანი ასისტენტი, რომელმაც ყ… […]