“მე პატარა გოგო ვარ, თავგზას ნუ ამიბნევთ!”

ამ სათაურით იწყება კანადურ ფასეულობათა ინსტიტუტის (Institute for Canadian Values) რეკლამა, რომელიც გაზეთში National Post 29 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

რეკლამა ონტარიოს მთავრობის და ლიბერალური პარტიის ინიციატივის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროგრამებში ე.წ. “სექსუალური განათლების გაკვეთილებისა” და სექსუალური ტოლერანტობის სწავლების შემოღებას.

6 ოქტომბერს ონტარიოს პროვინციაში არჩევნები ტარდება და კათოლიკური ორგანიზაციის ეს რეკლამა კონსერვატორების ღია მხარდაჭერად აღიქმება.

ცნობილია, რომ ადგილობრივ ორგანოებში და პარლამენტში ხანგრძლივი დისკუსიებისა და განხილვების და კათოლიკური ორგანიზაციების უზარმაზარი ზეწოლის შედეგად,  ასეთი სასწავლო პროგრამების შემოღება 2010 წლის აპრილში ჩავარდა.

რეკლამაში პატარა გოგონა მიმართავს კანადის პრემიერ მინისტრს, წამყვანი პარტიების ლიდერებს, მოსთხოვონ მასწავლებლებს, რომ თავგზას ნუ აუბნევენ, ნუ შეაცბუნებენ მას გეებზე, ტრანსექსუალებზე, ბისექსუალებზე საუბრებით და ამოიღონ სასწავლო პროგრამებიდან ეს საგანი.

საინტერესოა, რომ კანადური ფასეულობების ინსტიტუტს რეკლამის გამოქვეყნებაზე უარი რამდენიმე გაზეთმა განუცხადა და მხოლოდ National Post დათანხმდა მის გამოქვეყნებას.

გაზეთში რეკლამის გამოქვეყნების პოზიცია ასე ახსნეს: ეს არის კონკრეტული ორგანიზაციის პოზიცია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, მისი დაბლოკვა დაუშვებლად მივიჩნიეთო.

რეკლამის გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურ კულუარებში გამოწვეული ხმაურის გამო, გაზეთმა მეორე დღესვე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც  რედაქტორმა მოუბოდიშა მკითხველებს ტრანსჰობიური რეკლამის ტონისა და გაზეთში მიღებული სტანდარტების დარღვევის გამო.

(The National Post has procedures in place for vetting the content of advertising, especially advocacy advertising. The procedures are intended to ensure that such ads meet a standard of tone and respect that is consistent with furthering constructive dialogue about important public policy issues. In this case, those procedures were not followed. An ad that should not have run in its proposed form was allowed to run.

This ad will not run in the National Post again.)

ცოტა დრო გამოვნახე და “სექსის გაკვეთილების” მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ძირითად არგუმენტებს გავეცანი.

კათოლიკური კოლეჯის პოზიცია გასაგებია. ლიბერალებისაც მესმის.

უფრო მეტიც: მე-3 კლასში სექსუალურ ორიენტაციაზე ლაპარაკს და მე-6 კლასში მასტურბაციაზე საუბრებსაც არ ავუკრძალავდი მე კანადელ მასწავლებლებს, მაგრამ მე-7 კლასში ანალური სექსის სწავლება უკვე ზედმეტია :)))).

დამაიმედა ტრანსპორტის მინისტრის (ისე ამ საკითხში რა შუაში იყო) განცხადებამაც, რომ მშობლებთან მჭიდრო კონსულტაციების გავლის შემდეგ ანალური სექსის სწავლებას მე-7 კლასის პროგრამიდან ამოიღებენ🙂.

(Transportation Minister Kathleen Wynne told Xtra last week that the curriculum – which dealt with “sexual orientation” in grade 3, masturbation in grade 6, and anal intercourse in grade 7 – is being “rewritten” and going through parental consultation.)

ყველაფერი გავიგე, გარდა ერთისა: რომელი კლასის პროგრამაში ჩასვამენ მე-7 კლასელთათვის დაწუნებულ მასალას?

პოსტი პირველ ოქტომბერს მზად მქონდა, თუმცა ველოდებოდი მოვლენების განვითარებას და მოლოდინიც გამიმართლდა.

კანადის პრემიერ-მინისტრის პარტიის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გაჩნდა და ონტარიოს ქუჩებიც შემდეგი პოსტერებით აჭრელდა.

დამაინტრიგებელი გაგრძელებაა.

ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, თუ კანადის ერთ-ერთი პროვინციის რიგით არჩევნების ასეთი ინტერესით დავაკვირდებოდი.

6 ოქტომბერს, თუ რამე ჩემზე ადრე გაიგეთ, მომწერეთ პირდაპირ.

წინასწარ დიდი მადლობა.