რაღაც უცნაური ფორმა მიიღო და შემდეგ უკვე შინაარსი შეიძინა ძუძუს კიბოს ერთვიურმა, რომელიც 1 ოქტომბერს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

საერთო შთაბეჭდილება ასეთი დამრჩა.

აი-ფონის აპლიკაციებში კაცები წელს ზევით გაშიშვლდნენ და თავის გერლფრენდებს მოუწოდებენ ხშირად მოისინჯონ მკერდი.

ორი დღით ადრე, ასევე წელს ზევით შიშველი მკერდმშვენიერი ქალბატონები გამოვიდნენ ქალაქის ქუჩებში.

“პინკ” კამპანიის სექსუალიზაციას ესტე ლაუდერმა (Estée Lauder) შეუწყო ხელი და საკუთარი პროდუქციის გაყიდვასაც მიყო ხელი.

image

ფილიპსთან პარტნიორობით ვარდისფრად გაანათა შენობები.

image

image

და აქსესუარებს დამატებითი ღირებულებაც დაადო.🙂

image

image

image

არ ჩამორჩა სხვებს ინგლისელი ტელეწამყვანი ზარა ლეილა ქეილეი. არ გაგიკვირდეთ და მანაც გაიხადა.

image

დავიჯერო გაშიშვლების გარდა სხვა კრეატივი მთელი თვის განმავლობაში არ შეიქმნება?