ამ პრეზენტაციას უნდა გაეცნოს ყველა, ვისაც თავისი ბრენდის მომავალი აინტერესებს.

პრეზენტაციაში წარმოდგენილია მსოფლიოს 35 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგი: ინფორმაცია, სტატისტიკა და ბევრი საინტერესო ფაქტი მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

გამოიკითხა 9027 პიროვნება.

დალიეთ ყავა, ნელ-ნელა გადაფურცლეთ პრეზენტაცია და მიიღეთ ინფორმაცია ტრენდების შესახებ, რათა უკეთესად დაგეგმოთ თქვენი მომავალი სოციალურ მედიაში.

როგორც ბიზნესი, ასევე პირადი ცხოვრება🙂.

მანამდე რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

  • ფეისბუქის ცნობადობა მთელ მსოფლიოში 100%-ს უახლოვდება
  • ევროპელების 73% ერთ ან მეტ სოციალურ ქსელშია გაწევრიანებული
  • მომხმარებლების 50%-ზე მეტს ერთხელ მაინც წაუშლია ვირტუალური მეგობარი
  • ქსელების მომხმრებელთა 42%-ს ბრენდებთან ვირტუალური ონლაინ კავშირი აქვთ
  • მომხმარებელთა 61% ბედნიერებას განიცდის საყვარელი ბრენდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით

ახლა კი, ისიამოვნეთ უფრო მეტი ინფორმაციით.

ფრთხილად, ყავა არ გაგიცივდეთ🙂

უკეთესად სანახავად, გაადიდეთ პრეზენტაცია მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებულ ნიშანზე დაწკაპუნებით.