Human Rights

მაისის დასაწწყისში გამოცხადებული კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების დაცვის გლობალური ლოგოს შექმნას, დასრულდა.

ლოგოს შექმნის მიზანი იყო ადამიანის უფლებების დამცველთა ორგანიზაციების ერთიანი საიდენტიფიკაციო ნიშნის ჩამოყალიბება, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთიანი სახით წარმოჩინდებოდა.

კონკურსი არაფრით განსხვავდებოდა სხვა ანალოგიურებისგან პროცედურებით: დიზაინერები ტვირთავდნენ ლოგოებს, შემდეგ მას ხმას აძლევდნენ,შემდეგ დიზაინერები უკავშირდებოდნენ თავის მეგობრებს და თხოვდნენ, რომ მათთვის მიეცათ ხმა დაშ.

მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე საართველოში კიარადა, მთელ მსოფლიოში🙂.

ამის გარდა, მუშაობდა ჟიური, რომლის შემადგენლობაც გაეროს გენერალურ ანსამბლეას შეშურდებოდა. რამდენიმე ადამიანის დასახელებაც კმარა, რომ ორგანიზატორების ჩანაფიქრის სერიოზულბაში ეჭვი არ შეპარვოდათ: მიხეილ გორბაჩოვი (სსრკ-ს პრეზიდენტი), ჯიმი კარტერი (აშშ-ს პრეზიდენტი),  ნობელის პრემიის ლაურეატი ბირმიდან, რომელსაც ახლა რატომღაც მიანმას ეძახიან, ვიკიპედიის დამფუძნებელი ჯიმი ვეილსი, იორდანიის პრინცესა და მრავალი სხვა საპატივცემულო პიროვნება, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ქვევით მოცემულ ფოტოზე.

რამდენიმე კვირის უკან გამოცხდდა 10 ფინალისტი და გამოქვეყნდა მათი როგორც ლოგოები, ასევე კონცეფციები და ლოგოს გამოყენების საილუსტრაციო მაგალითები.

Human Rights

ხოლო პარასკევს კონკურსის ჟიურიმ და ექსპერტთა საბჭომ გამოაცხადეს გამარჯვებული სერბი დიზაინერი პრედრაგ სტაკიჩი, რომლის ნამუშევარმაც, როგორც ჟიურის, ასევე ექსპერტებისა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

Human Rights

Human Rights

აგერ, რობერტ დე ნიროსაც მოწონებია ლოგო, მაგრამ ვერ ხვდება ჯერ, რომ არასწორად უჭირავს🙂

Human Rights

სერბი დიზაინერის ნამუშევრის შერჩევა, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ლოგოს დახატვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ხატვის ნიჭიც კი არ აქვს.

Human Rights

Human Rights

თქვენ თუ მოგეწონათ ეს ლოგო?