Japan Gives Bloggers 10,000 Free Roundtrip Tickets To Boost Tourism

იაპონიის ტურიზმის სააგენტომ (Japan Tourism Agency) გადაწყვიტა 10,000 ბლოგერს უფასოდ მისცეს იაპონიაში გამგზავრების უფლება და საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი თანხების გამოყოფის მოთხოვნითაც შევიდა.

მარტის შემდეგ, როდესაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიწისძვრა მოხდა და ცუნამის შედეგად 10 000 ადამიანი გარდაიცვალა, იაპონიაში ტურისტების ნაკადმა მკვეთრად დაიკლო.

ამ ფაქტმა იენის კურსის გაუარესებაზეც იმოქმედა.

იაპონიის ტურიზმის სააგენტო აპირებს ჩაატაროს კონკურსი ბლოგერებს შორის. კონკურსანტებმა საკუთარ ბლოგებზე უნდა განათავსონ ინფორმაცია იაპონიის ღირშესანიშნავი და ტურისტული ადგილების თაობაზე.

ხოლო შემდეგ კონკურსში გამარჯვებული ბლოგერებს ვალდებულება ექნებათ საკუთარ ბლოგებზე განათავსონ იაპონიაში ვიზიტის დეტალები.

სააგენტოს ეს კამპანია მილიარდ იენზე მეტი უჯდება.

დარწმუნებელი ვარ ბლოგერთა უზარმაზარი არმია ახლა იაპონიის პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება.🙂

Japan Tourism Agency