ნორვეგიული უნივერსიტეტის SAIH-ის სტუდენტებმა ყოველწლიური კონკურსის ფარგლებში კრეატიული პოსტერები დაამზადეს და ოსლოსა და ძირითადი საუნივესიტეტო ქალაქების ქუჩებში გამოფინეს.

კამპანიის მიზანი განვითარებად ქვეყნებში განათლების ხელმისაწვდომობის გაიოლება და ავტორიტრულ სახელმწიფოებში სტუდენტების უფლებების დაცვა იყო.

კამპანიამ ნორვეგიული და შემდეგ უკვე მეზობელი ევროპული სახელმწიფოების ყურადღება მას შემდეგ დაიმსახურა, როდესაც ირანის საელჩომ უნივერსიტეტს და ნორვეგიის საგარეო საქქმეთა სამინისტროს მიმართა მოთხოვნით, რომ გავრცელებიდან ამოეღოთ პოსტერი.

უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოსტერების გავრცელების შეჩერება სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება. ჩვენ ვაჩვენეთ დამფრთხალი ლიდერები, რომლებსაც წიგნებით, ანუ ცოდნით აღჭურვილი სტუდენტების ეშინიათ.

ირანი, ჩვენი აზრით, შეზღუდული დემოკრატიის ქვეყანას წარმოადგენს, მისი ლიდერი კი ავტორიტარია. ირანის საელჩოს მოთხოვნა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში პატივს არ სცემენ.