clock_part4

30 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთი, ისევე როგორც მთელ ევროპა ზამთრის დროზე გადადის და ბრიტანეთის მთავრობამ საათის ისრების გადაწევას საინტერესო კამპანია დაამთხვია.

“ხანძარი კლავს” – ასეთი სათაურით მიმდინარე კამპანია მოუწოდებს ბრიტანელებს საათის ისრების გადაწევასთან ერთად შემოწმონ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ქმედითუნარიანობა.

კამპანია მულტიკომპლექსურია და სატელევიზიო და რადიო კლიპების გარდა, პირდაპირი მარკეტინგის წარმოებას, ინტერნეტ რეკლამისა და სოციალურ ქსელებში ინფორმაციის განთავსებას  გულისხმობს.

კამპანია კვლევებზე დაყრდნობით დაიგეგმა, რომლის მიხედვითაც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამართულობა 2-ჯერ ამცირებს სიკვდილიანობის ფაქტებს ხანძრის შემთხვევაში.

clock_part2 clock_part1

*