Wolda — ეს არის მსოფლიოში ერთადერთი კონკურსი, რომელსაც მხარს უჭერს დიზაინერთა 100-ზე მეტი ასოციაცია. მის ჟიურიში შედიან როგორც დიზაინერები, ასევე კლიენტები და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ეცნობიან ამა თუ იმ დიზაინერულ სიახლეს.

 

ჟიურის წევრებს ირჩევს Icograda (International Council of Graphic Design Associations), Aquent (მსოფლიოს უდიდესი HR სააგენტო) და Consumer International, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებლებს აერთიანებს.

ჟიურის “უცნაურობა” მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. საინტერესოა აგრეთვე პროცედურები, რის მიხედვითაც ხდება ლოგოების შერჩევა.

პირველ ეტაპზე ლოგოებს არჩევენ დიზაინერები, რომლებიც გადასცემენ უკვე მათ მიერ ამორჩეულ ნამუშევრებს “კლიენტებს, ხოლო თავის მხრივ “კლიენტების” შერჩეულს ბოლოს გადაარჩევენ ე.წ. მომხმარებლები.

ლოგოზე დაქლიქვით, შეგიძლიათ იხილოთ ლოგოს ავტორის, გამოყენების სფეროსა და ორგნიზაციის დასახელება, ლოგოს აღწერილობა და შინაარსი და კონკურსზე მიღებული ხმების რაოდენობა.