კურსის დაწყების დღე: ორშაბათი, 28 ნოემბერი, 2011 ; 19:00

კურსის დამთავრების დღე: ხუთშაბათი, 22 დეკემბერი, 2011 ; 22:00

კურსის ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, (GAU) ჭავჭავაძის 17ა

კურსის ლექტორი: ალექსანდრე მარგიშვილი

კურსის ხანგრძლივობა: 12 სალექციო დღე, 36 საათი

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია, მსმენელების მიერ პროექტების ეფექტური მენეჯმენტის კონცეფციისა და თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილი ათვისება, თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს, ჩამოაყალიბონ მიზნები და განახორციელონ კონრეტული ამოცანები.

პროგრამა განიხილავს სტრატეგიულ მენეჯმენტს, პროექტის რაობას, შინაარსს, მთავარ წყაროებს, მართვის ეტაპებს, მიზნებსა და ამოცანებს, დროისა და დანახარჯების დაგეგმვას, რისკების მართვას, პროექტზე პასუხისმგებელი გუნდის ჩამოყალიბებას, მათ მოტივირებას, ადამიანურ რესურსებსა და კომუნიკაციის საშუალებებს, შესყიდვებს, პროექტის შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდებს.

კურსის სილაბუსი:


დღე 1

  • რატომ და როდის წარმოიქმნა მოთხოვნა პროექტების მართვაზე.
  • რა არის პროექტი.
  • რა არის მართვა (მენეჯმენტი).
  • რა არის პროექტის მართვა.
  • რითი განსხვავდება კომპანიის, სტრატეგიის და პროგრამების მართვა პროექტების მართვისგან.
  • რას ნიშნავს რესურსების/სიმძლავრეების დატვირთვა.
  • ვინ რჩება მოგებული და შესაბამისად, ვინ არის დაინტერესებული პროექტების წარმატებული მართვით.
  • რას ნიშნავს და როგორ ფასდება პროექტის ეფექტიანობა.
  • როგორ განისაზღვრება პროექტის მიზნები.
  • რას ნიშნავს პროექტის ქვეპროექტები, ამოცანები, საქმიანობა და ქმედებები.
  • როგორ იზომება პროექტის მიზნების, ქვეპროექტების, ამოცანების, საქმიანობის და ქმედებების შესრულება (იმპლემენტაცია).
  • რას ემსახურება და როგორ ხორციელდება პროექტის დაგეგმვა.
  • რას ემსახურება და როგორ ხორციელდება პროექტის ორგანიზება.
  • რას ემსახურება და როგორ ხორციელდება პროექტის უზრუნველყოფა.
  • რას ემსახურება და როგორ ხორციელდება პროექტის განხორციელება.
  • რას ემსახურება და როგორ ხორციელდება პროექტის მონიტორინგი.
  • რას ემსახურება და როგორ ხორციელდება პროექტის შეფასება.
  • რას ემსახურება და როგორ ხორციელდება პროექტის ხელახალი დაგეგმვა (საჭიროების შემთხვევაში).
  • როგორ დგება „საჭიროებების რუკა“ პროექტის მართვისთვის.
  • როგორ განვსაზღროთ პროექტის მასშტაბი.
  • როგორ განვსაზღვროთ პროექტის ხანგძლივობა.
  • როგორ განვსაზღვროთ პროექტის ბიუჯეტი.
  • როგორი პროცედურებით იმართება პროექტები.

დღე 2

  • პროექტების მართვის ფუნქცია ბიზნესის ადმინისტრირებაში.
  • სამუშაოს განაწილების ძირითადი პრინციპები პროექტის მართვისას.
  • პროექტის მენეჯერული ინფორმაციის ანალიზის ტექნიკა.
  • რას ნიშნავს პროექტის ლიდერობა.
  • რას ნიშნავს პროექტის მენეჯერობა.
  • რას ნიშნავს პროექტის კონტროლი.
  • ფირმის/პროექტის ორგანიზაციული სტრუქტურის/მოწყობის ფორმები.
  • პროექტის მართვის საოპერაციო რისკები და მათი მინიმაზაციის გზები.
  • სტრატეგიული მაჩვენებლების დაბალანსებული სისტემა – Balanced Scorecard (BSC).
  • სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტების მართვის სფეროში.

დღე 3

  • პროექტების ეტაპობრივი მართვის პრინციპები.
  • პროექტის ინიცირების ეტაპის მართვის ეფექტიანობის მიღწევის წინაპირობები.
  • პროექტის დაგეგმვისა და დიზაინის ეტაპის მართვის ეფექტიანობის მიღწევის წინაპირობები.
  • პროექტის განხორციელების ეტაპის მართვის ეფექტიანობის მიღწევის წინაპირობები.
  • პროექტის მონიტორინგისა და კონტროლის ეტაპის მართვის ეფექტიანობის მიღწევის წინაპირობები.
  • პროექტის დასრულების ან შეწყვეტის ეტაპის მართვის ეფექტიანობის მიღწევის წინაპირობები.
  • ელიაჰუ გოლდრატის „შეზღუდვების თეორია“ და მისი პრაქტიკული გამოყენება თანამედროვე პროექტების მართვაში.
  • კრიტიკული გზის მეთოდით (CPM – Critical Path Method) პროექტების მართვის პრინციპები.
  • პროექტის მიმოხილვისა და შეფასებითი ტექნიკით (PERT – Program Evaluation and Review Technique) მართვის პრინციპები.
  • კრიტიკული ჯაჭვით პროექტების მართვის (CCPM – Critical Chain Project Management) პრინციპები.

დღეები 4,5,6,7

  • კრიტიკული ჯაჭვით პროექტების მართვის (CCPM) დაგეგმვის ეტაპის მართვის მნიშვნელობა.
  • პროექტის, ქვეპროექტების, ამოცანების, საქმიანობებისა და ქმედებების ბოლო-ვადების განსაზღვრის მეთოდოლოგია.
  • დროში „უკანსვლის“ პრინციპი და დაწყების თარიღის განსაზღვრის მეთოდოლოგია.
  • პროექტის, ქვეპროექტების, ამოცანების, საქმიანობებისა და ქმედებების ხანგრძლივობის განსაზღვრის მეთოდოლოგია: 50/50-ზე და „უსაფრთხო ხანგრძლივობა.“
  • ქმედების, საქმიანობების, ამოცანების, ქვეპროექტებისა და პროექტის რისკების შეფასების მეთოდოლოგია.
  • ქმედების, საქმიანობების, ამოცანების, ქვეპროექტებისა და პროექტის რესურსების შეფასების მეთოდოლოგია.
  • პარკინსონის წესის (Parkinson’s Law) მოქმედების გათვალისწინება და შედეგები.
  • სტუდენტური სინდრომის (Student Syndrome) მოქმედების გათვალისწინება და შედეგები.
  • შუალედური ბიჯების დაწესების მნიშვნელობა.
  • „განტის დიაგრამის“ (Gantt Chart) შემადგენელი კომპონენტები.
  • „განტის დიაგრამის“ მომზადების პრინციპები.
  • შესრულებისა და წარმატების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის მეთოდოლოგია.
  • ალტერნატიული გეგმების (Plan B, Plan C) პრინციპის გამოყენების მეთოდოლოგია.
  • „მონტე კარლოს სიმულაციის“ (The Monte Carlo Simulation) უპირატესობები პროგნოზირების სხვა მეთოდებთან შედარებით.
  • ჩავარდნაზე და/ან ჩამორჩენაზე რეაგირების პრინციპების დაწესების ტექნიკა.
  • კრიტიკული ჯაჭვით პროექტების მართვის (CCPM) აღსრულების ეტაპის მართვის მნიშვნელობა.
  • შუალედურ ბიჯებს შორის „ბუფერების დახურვის“ მნიშვნელობა და მეთოდოლოგია.
  • პროექტის შემსრულებლებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პრინციპები.
  • არაეფექტიანი მრავალფუნქციონალურობის (Inefficient multitasking) მინიმიზაციის მეთოდოლოგია.
  • სამუშაო მაგიდასთან “დაკავებული ვარ“ (DON’T DISTURB) ნიშნების გამოყენების წესის გამომწვევი მიზეზები.
  • ქმედების, საქმიანობების, ამოცანების, ქვეპროექტებისა და პროექტის შესრულების დაჩქარების მეთოდოლოგია.
  • შუალედურ ბიჯებს შორის „ბუფერების დახურვის და გახსნის“ პროცესის მართვის მეთოდოლოგია.
  • „მაილსტოუნების“ (Milestones) გამოყებენით პროექტების აღსრულების მართვის პრინციპი.
  • პროექტში ჩართული თანამშრომლებისა და კონტრაქტორების მოტივირების პრინციპები.

დღეები 8,9,10,11

  • მენეჯმენტის ზოგადი კონცეფციების „პროექტების მართვის“ პრინციპებში გარდაქმნა.
  • მულტი-პროექტ-კომპანიის მართვის საფუძვლები.
  • პროექტების მართვის ფინანსური ინსტრუმენტების შეფასება.
  • „ღონისძიებათა ჯაჭვის მეთოდოლოგიის“ (Event Chain Methodology) პრინციპები.
  • განსახორციელებლად შეუძლებელი პროექტების დაგეგმვის რისკების მინიმიზაცია.
  • რეალურობის შემოწმების (Reality Check) პრინციპები.
  • დიდი რაოდენობის ღონისძიებების ერთდროული ვიზუალიზაციის მეთოდები „პროექტების მართვის“ სხვადასხვა ეტაპებზე.
  • პროექტების მართვის ზოგადი მენეჯერული ინსტრუმენტების შეფასება.
  • რისკის მომენტისა და საქმიანობის მდგომარეობის (Moment of Risk and State of Activity) კორელაციის მეთოდი.
  • პროექტის შესრულებაზე (განხორციელებაზე) დაკვირვების/მონიტორინგის მეთოდები.
  • „ღონისძიებათა ჯაჭვის დიაგრამების“ არსი და გამოყენების პრინციპები.
  • პროექტის განმავლობაში განმეორებადი ქმედებების ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელების პრინციპები.
  • პროექტების მართვის შიდა-საკომუნიკაციო ინსტრუმენტების შეფასება.
  • „პროექტის მართვის“ სცენარებში ცვლილებების შეტანის და სახეცვლილი სცენარების დამტკიცების წესები.
  • რესურსების ალოკაციის პრინციპები.
  • თითოეულ ქმედებაზე და ამოცანაზე გათვლილი რისკების მინიმიზაციის მეთოდოლოგია.
  • რომელი პოზიცია/თანამდებობა რა ფუნქციებს ასრულებს პროექტების მართვაში.

სწავლების ფორმა:

ლექცია – 30 საათი

პრაქტიკული მეცადინეობა – 6 საათი

შეფასება – პრეზენტაციები

ლექციების ჩატარების დღე და საათი:
– ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი – 19:00 – 22:00

კურსის ღირებულება:
– 560 ლარი

კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს Register Now -სა და საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით.

http://www.prschool.ge/geo/applicationform.php

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარ სკოლის სერტიფიკატი.

საკონტაქტო პირი: თინანო სამყურაშვილი
საკონტაქტო ტელეფონები: 2 55 01 99; 2 98 83 44; 5 55 65 67 05
ელექტრონული ფოსტა: tiko@gepra.ge; prschool.ge@gmail.com