BroCon Summit-ს 28 ოქტომბერს “გაირილა მარკეტინგის ჯგუფი” მასპინძლობდა ნიუ იორკში.

სამმიტზე ნაიკის, ენბიეის, მაიკროსოფტის, ენეიჩელის, ჟურნალ მაქსიმის და კიდევ 100-მდე წამყვანი ბრენდის მარკეტინგის გურუები მსჯელობდნენ “კაცების მარკეტინგის” ახალ ტრენდებზე და მიმართულებებზე.

GuyRilla-მ რამდენიმე საინტერესო ფაქტი წარმოადგინა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს:

•    იუთუბის აუდიტორიის 66% კაცები შეადგენენ.
•    მათგან 94% თვლის, რომ სპორტის ფანები არიან.
•    აუდიტორიის 59% ონლაინ რეკლამებს ეცნობა, ხოლო 47% ონლაინ განცხადებების შედეგად შესყიდვას ახორციელებს.
•    კაცების 51%-ს სურს მიიღოს ახალ პროდუქტზე შეთავაზება მობილურ ტელეფონზე.

ესეც პასუხი კითხვაზე: ვის უფრო მეტად უყვარს ონლაინ შოპინგი მამაკაცებს თუ ქალებს🙂.

ქართულ კომპანიებს მეტი ყურადღების დათმობა მართებთ ბაზრის ამ სეგმენტისთვის.🙂