ამერიკა იცვლება. იცვლება მისი საიმიჯო ინდიკატორებიც და ლოგოც. შეიცვალა ბრენდზე პასუხისმგებელი ორგანოც. ადრე მას სამოგზაურო პრომოუშენის კორპორაცია ერქვა – ახლა Brand USA ჰქვია.

ბრენდი USA, რომელიც ამერიკის კონგრესის მიერ წინა წელს დამტკიცდა არ იქნება მხოლოდ ტურისტული ბრენდი. ის იქნება ნაციონალური საიმიჯო კამპანიის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარიმართება.

ორგანიზაციის მისია ამერიკაში მოგზაურობის მსურველთათვის ყოველგვარი ბარიერების მოხსნაა.

უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა კვლევება ნათლად აჩვენეს, რომ ტურისტი ამერიკაში თითოეულ მოგზაურობაზე საშუალოდ $4000-ს ხარჯავს, ხოლო ერთი სამუშაო ადგილის შექმნას 35 პოტენციური ტურისტი ყოფნის.

ორგანიზაციას უკვე აქვს ვებ-გვერდი DiscoverAmerica.com და 200 მილიონი დოლარი რეკლამირებისთვის. ძირითადი ფონდები კერძო კომპანიებიდან არის მოზიდული და ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ქვე-სტრუქტურაში იყრის თავს.

ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია მარკეტინგული კომუნიკაციების საშუალებით დახვეწოს და განავითაროს ტურისტების მოზიდვის ისეთი მოდელი, რომელიც გამოიყენება ლას ვეგასში. Brand USA-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ სწორედ ლას ვეგასის ტურისტული ცენტრის აღამსრულებელი დირექტორი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის მონაცემებით, ლას ვეგასში 6,7 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩავიდა და ბიუჯეტის შემოსავლებმა 6,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რამაც თავის მხრივ 58 ათასი ახაალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყო ხელი.

Brand USA-ის საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვას და განხორციელებას უმსხვილესი სააგენტოები აპირებენ: JWT, Mediacom, Brand Union, Hill & Knowlton.

ამ სააგენტოების დაგეგმილი კამპანიის მთავარი მიზანი ტურისტების როდენობის განუხრელი ზრდა იქნება 2012 -2015 წლის პერიოდში.

ვარაუდოებენ, რომ 2010 წლის რაოდენობასთან შედარებით (60 მილიონი ტურისტი), ყოველწლიური ზრდა მინიმუ 20-25 %-ს უნდა შეადგენდეს.

“Discover America” კამპანიისთვის უკვე შექმნილია ფეისბუქის და ტვიტერის გვერდი, შექმნილი ტურისტული ინტერაქტიური რუკაც .

This slideshow requires JavaScript.

სავარაუდოდ მოხდება ისეთი ადგილმდებარეობების “გამოღვიძება”, რომლებიც ბოლო დროს გარკვეულწილად “მიძინებული” იყო. არადა სულ ტყუილად – ბევრს სჯერა მსოფლიოში, რომ ელვისი ისევ ცოცხალია🙂.

წყარო: ბრენდჩენელი