გუგლი ახალ ვებ-პლატფორმას – Think Insights წარმოადგენს, რომელიც მარკეტოლოგებისა და მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანებისათვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს. 

საიტის მიერ მოწოდებული ინსტრუმენტებიდან, Real Time Insights Finder, საშუალებას იძლევა მივიღოთ მონაცემები კონკრეტულ რეგიონში მიმდინარე ტენდენციებზე. რეალური დროის რეჟიმში შესაძლებელია გავიგოთ მომხმარებელთა საჭიროებები და მოთხოვნები. მაგალითად, მისი დახმარებით ონლაინ რეჟიმში მყისიერად გავიგებთ იტალიაში, კონკრეტულ მომენტში, 25-დან 34 წლამდე მამაკაცებში, რომელი ვიდეორგოლი სარგებლობს ყველაზე მეტი პოპულარობით და ა.შ.

საიტის ბიბლიოთეკა Research Library  შეიცავს მსოფლიო ბრენდების ანგარიშებს, რომლებიც თემატურად  დაყოფილია ვიდეორგოლებად და ინფოგრაფიკად.

თავის ბლოგში გუგლი აცხადებს, რომ მუდმივად ცდილობს სრულყოს პროდუქტი. ამიტომაც იგი მომხმარებლებს იწვევს დიალოგისთვის და სთხოვს დატოვონ კომენტარები ახალ საიტთან დაკავშირებით, Think With Google-ის გვერდზე და  სოციალურ ქსელში Google+.

რესურსის მუდმივი განახლება, ინფორმაციის გამოწერის საშუალებას იძლევა.

“Think Insights საბაზისო მონაცემებზე დაყრდნობით უყურებს მომავალს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საიტი იქნება ერთგვარი საინფორმაციო ცენტრი და მას გამოიყენებენ სამომხმარებლო ტენდენციების, ბაზრის კვლევისა და მარკეტინგისათვის”  – განმარტავს გუგლის მარკეტოლოგი ლაურა მაკლუნგი (Laura McClung).

გაზაფხულზე გუგლმა აუდიტორიას ონლაინ-ჟურნალი Think Quarterly  წარუდგინა, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი “თუ რა ხდება და რისთვის არის საჭირო ეს საიტი”.

წყარო: პოპსაპ.