ბოდიშჲ მინდა მოგიხადოთ წინასწარ ამ პოსტერების გამო: შოკური მარკეტინგის დიდად მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ პრობლემაზე, რომლის შესახებაც მილუოკიში სოციალური კამპანია მიმდინარეობს, არასდროს დავფიქრებულვარ.

კამპანიის მიზანია, ჩვილებისთვის ცალკე საწოლი გამოიყოს. კამპანია რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მილუოკის მერია მის ფარგლებში ფინანსურად გაჭირვებულ ოჯახებს საბავშვო საწოლებს აძლევს უფასოდ, რათა ხელმოკლე ოჯახებში ტრაგედია იქნას აცილებული.

ჩვილთა სიკვდილიანობის გაზრდას ხელმოკლე ოჯახებში ძირითადად ჩვილებისათვის საწოლის არქონას უკავშირდება. კვლევა 30 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაშიც ჩატარდა.

ამ ეტაპზე კამპანიის ახალი ფაზა მიმდინარეობს. წინამდებარე კამპანიებიც არანკლებად მაშოკირებელი და სულის შემძვრელი იყო და ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში სპეციალურად  დამზადებული ლეიბების მეშვეობით მიმდინაეობდა.

This slideshow requires JavaScript.

პოსტერებზე არანაკლებ სკანდალურია, ვიდეო, რომელშიც აჩქარებულიი კადრით ნაჩვენებია ძილის პროცესი და ის საფრთხე, რომელიც ჩვილებს უფროსებთან წოლის შემთხვევაში ელის.😦