სიგარეტი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის – ხშირად გვაფრთხილებენ… თუმცა მე დავამატებდი, გააჩნია რა დანიშნულებით გამოიყენებთ მას!

თანამედროვე ხელოვნების მიმდევარმა ჩინელმა მხატვარმა სიუი ბინმა, 500 000 სიგარეტის ღერისგან ვეფხვის ფორმის უნიკალური ხალიჩა შექმნა.

500 000 სიგარეტის ღერისგან გაკეთებული ეს ინსტალაცია ხელოვნების სამყაროში თამბაქოსგან შექმნილი ყველაზე დიდი ნამუშევარია.

მას ნამუშევრის შექმნაში უამრავი მხატვარი ეხმარებოდა. ხალიჩას სულ მალე ვირჯინიაში მდებარე მუზეუმში გამოფენენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს  ჩინელი მხატვრის პირველი ნამუშევარი არ არის. ის ამ მიმართულებით უკვე 10 წელია მუშაობს.