ცნობილია, რომ ქათმის უბრალო წვნიანიც კი კარგი პრეპარატია გრიპის სამკურნალოდ. ასევე კარგად მოქმედებს სულ მცირე ტომატის წვენიც. საკვების მწარმოებელმა კომპანია Heinz-მა სარეკლამო კამპანია, სოციალური ქსელის ფარგლებში აწარმოა.

რეკლამის შინაარსი ასეთია: „თუ კი თქვენ ხართ სოციალური ქსელის მომხმარებელი და თქვენი facebook-ელი მეგობრის ავადმყოფობის შესახებ შეიტყვეთ, შეგიძლიათ მისთვის სასარგებლო რამ გააკეთოთ – აჩუქეთ მას წვნიანი Heinz-ი რელაურად და არა ვირტუალურად“.

ამ სიამოვნების ღირებულება სულ რაღაც 2 ფუნტია. ტომატის წვნიანთან ერთად შესაძლებელია შეუკვეთოთ კეტჩუპი და ქათმის წვნიანი.

შეკვეთის მიღება 3-4 დღეშია შესაძლებელი, თუმცა ამასობაში შესაძლოა თქვენი მეგობარი გამოჯანმრთელდეს და ძვირფასი საჩუქარიც სულ ტყუილად გაუკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სავარაუდოდ გაცილებით სერიოზული ავადმყოფობა ჰქონია და მხოლოდ ცხელი წვნიანით ვერ უშველით.🙂

დარწმუნებული ვარ გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, დიდი სურვილი გქონდათ თქვენი მეგობრებისთვის ესოდენ საჭირო საჩუქარი გაგეკეთებინათ, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ….🙂

წვნიანის შეკვეთა ჯერჯერობით მხოლოდ დიდ ბრიტანეთშია შესაძლებელი…..🙂