ჩვენ ყველას მოგვბეზრდა სექსისა და ძალადოსბის მოზღვავება როგორც ახალ ისე ძველ მედიაში. თუმცა მივეჩვიეთ ამას.

სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება ჩვენი გაკვირვება და შოკში ჩაგდება სიუჟეტის ქარგითა თუ ვიზუალური მასალით.

ტანსაცმლის მწარმოებელმა ავსტრალიურმა კომპანიამ გავრცელებული მოკლე ფილმით ეს მაინც მოახერხა. ის უკვე აკრძალეს ამ ქვეყანაში და მხოლოდ ონლაინში თუ შეიძლება მისი ყურება.

აქ ყველაფერია – სექსიც და ძალადობაც, ძალადობრივი სექსიც და ნეკროფილიაც.

საკითხი ჩემთვის ასე დგას: ბევრი იყიდის ამ ჯინსებს და თავის თავს სერიულ მკვლელებთან და ნეკროფილებთან გააიგივებს?