კურსის ავტორი – ალექსანდრე მარგიშვილი
17 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტში, მარკეტინგის მართვასა და სტრატეგიულ ადმინისტრირებაში
 2005-2007 წლებში CERMA-ს აღმასრულებელი დირექტორი
 2007-2008 წლებში  ”თიბისი ბანკის” პროექტების ფინანსირების ჯგუფის ხელმღძვანელი
 2008 წ.  ”სახალხო ბანკის” საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი
 2009 წ. შპს. ”სახალხო ფოსტის” გენერალური დირექტორი
 2009-2010 წლებში შპს ”პოლიტიკისა და მენეჯმენტის კონსალტინგ-ჯგუფის” მმართველი დირექტორი
 2010 წლიდან ICEBERG-ის პარტნიორი და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი

ალექსანდრე მარგიშვილს ბიზნეს-კონსულტანტებისა და აღმასრულებელი მენეჯერების ჯგუფთან ერთად შემუშავებული აქვს ”პროექტების მართვის” საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან ადაპტირების მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება კერძო კომპანიებში, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორებში.

კურსის დაწყების დღე: ორშაბათი, 28 ნოემბერი, 2011 ; 19:00

კურსის დამთავრების დღე: ხუთშაბათი, 22 დეკემბერი, 2011 ; 22:00

კურსის ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, (GAU) ჭავჭავაძის 17ა

კურსის ხანგრძლივობა: 12 სალექციო დღე, 36 საათი

ლექციების ჩატარების დღე და საათი:
– ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი – 19:00 – 22:00

კურსის ღირებულება:

– 560 ლარი

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია, მსმენელების მიერ პროექტების ეფექტური მენეჯმენტის კონცეფციისა და თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილი ათვისება, თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს, ჩამოაყალიბონ მიზნები და განახორციელონ კონრეტული ამოცანები.

პროგრამა განიხილავს სტრატეგიულ მენეჯმენტს, პროექტის რაობას, შინაარსს, მთავარ წყაროებს, მართვის ეტაპებს, მიზნებსა და ამოცანებს, დროისა და დანახარჯების დაგეგმვას, რისკების მართვას, პროექტზე პასუხისმგებელი გუნდის ჩამოყალიბებას, მათ მოტივირებას, ადამიანურ რესურსებსა და კომუნიკაციის საშუალებებს, შესყიდვებს, პროექტის შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდებს.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარ სკოლის სერტიფიკატი.

კურსით დაინტერესების შემთხვევაში, მიჰყევით შემდეგ ბმულს http://www.prschool.ge/geo/applicationform.php  და გაიარეთ რეგისტრაცია.

საკონტაქტო პირი: თინანო სამყურაშვილი
საკონტაქტო ტელეფონები: 2 55 01 99; 2 98 83 44; 5 55 65 67 05
ელექტრონული ფოსტა: tiko@gepra.ge; prschool.ge@gmail.com

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთავაზობთ პროექტების მართვის სილაბუსს: