პატარა სოფელი ობერმუტენი, რომელიც შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, მალე ტურისტების მოზღვავებას ვერ გაუძლებს.

ფეისბუქის გვერდი, რომელიც სოფლის მაცხოვრებლებს სარეკლამო კომპანიამ შეუქმნა, 12 000-ზე მეტი ფანი ყავს.

მართლაც სარეკორდო რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სოფელში მხოლოდ 79 ადამიანი ცხოვრობს.

თითოეული ფანის ფოტოს სოფლის მაცხოვრებლები ორღობეში ათავსებდნენ და პერიოდულად ანახლებდნენ ფეისბუქზე ორღობის ფოტოებს პოსტების სახით.

შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ობერმუტენის შესახებ 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიგო. 250%-ით გაიზარდა იმ მხარის ვებსაიტის ვიზიტორთა რიცხვი, სადაც ეს სოფელი მდებარეობს.

კამპანიის მიმდინარეობა ქვევით მოცემულ ვიდეოშია მოცემული.

ეს კამპანია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ გრანდიოზული ქანდაკებებსა და მონუმენტებზე მეტად ტურისტების მოზიდვაზე კრეატიული იდეა მუშაობს.🙂