გადავარჩინოთ ზღვის პროდუქტები: კიბორჩხალა, ორაგული და ვირთევზა!
ამ სლოგანის დანახვისას ალბათ გგონიათ, რომ ეს კამპანია, ზღვაში მობინადრე ცხოველთა დაცვას შეეხება. მაგრამ თქვენ ცდებით…


კიბორჩხალა – გადავარჩინოთ ისინი, როგორც წმინდა ქმნილება, არა აქვს მნიშვნელობა დიდია თუ პატარა.
ან სულაც შეგვძლია ასე გადავარჩინოთ: დავბეგვოთ კიბორჩხალა და მერე მისგან დავამზადოთ უგემრიელესი ორცხობილა!


ესეც კიბორჩხალას ‘‘გადა-რჩენის’’ მეორე გზა და თანაც უფრო გემრიელი…🙂

ვირთვეზა – გადავარჩინოთ იგი, რათა დავიცვათ დელიკატურობის ბალანსი და ოკეანის ეკოსისტემის ჰარმონიულობა.
ან უბრალოდ გადავარჩინოთ: გავხეხოთ და ვაჭამოთ ყოველ დილით ბავშვებს, რომ უფრო ლამაზები და ჯანმრთელები გაიზარდონ!

ესეც თქვენი ხმელეთზე საჭმელად უვარგისი ვირი და საჭმელად ვარგისი თევზის დელიკატურობის ბალანსი ჩვენს ეგზოტიკურ მენიუში…🙂

ორაგული – გადავარჩინოთ იგი, ჩვენი შვილები მოხიბლულები დარჩებიან ამ ლამაზი თევზის ცქერისას.
ან უბრალოდ ასე გადავარჩინოთ: მოვხარშოთ, მოვასხათ ლიმნის წვენი და გემრიელი სადილი მივირთვათ!


ასე შეგიძლიათ გაამართლოთ ორგულობა ორაგულის მიმართ…🙂

როგორც ვნახეთ, კამპანია გვთავაზობს ორ გზას – ზღვის მობინადრეები ან ხმელეთის მობინადრეთა ეგზოტიკური მენიუს გადა-რჩენა…🙂