საჩუქარი პიარ სკოლისგან გრძელდება. მხოლოდ 3 დღე, 23 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, პროექტების მართვის კურსზე 2=3. ფორმულის მიხედვით ყოველი 2 ერთად მოსული ადამიანი, რომელიც შეავსებს განაცხადს, მიიღებს 0%-იან ვაუჩერს, რითაც საერთო მეგობარს მათთან ერთად პროექტების მართვის კურსის უფასოდ  გავლის საშუალებას მისცემს. იჩქარეთ, ერთად სწავლა უკეთესია !

კურსის დაწყების დღე: ორშაბათი, 28 ნოემბერი, 2011 ; 19:00

კურსის დამთავრების დღე: ხუთშაბათი, 22 დეკემბერი, 2011 ; 22:00

კურსის ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, (GAU) ჭავჭავაძის 17ა

კურსის ხანგრძლივობა: 12 სალექციო დღე, 36 საათი

ლექციების ჩატარების დღე და საათი: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი – 19:00 – 22:00

ლექტორი: ალექსანდრე მარგიშვილი

კურსის ღირებულება:  560 ლარი

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია, მსმენელების მიერ პროექტების ეფექტური მენეჯმენტის კონცეფციისა და თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილი ათვისება, თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს, ჩამოაყალიბონ მიზნები და განახორციელონ კონრეტული ამოცანები.

პროგრამა განიხილავს სტრატეგიულ მენეჯმენტს, პროექტის რაობას, შინაარსს, მთავარ წყაროებს, მართვის ეტაპებს, მიზნებსა და ამოცანებს, დროისა და დანახარჯების დაგეგმვას, რისკების მართვას, პროექტზე პასუხისმგებელი გუნდის ჩამოყალიბებას, მათ მოტივირებას, ადამიანურ რესურსებსა და კომუნიკაციის საშუალებებს, შესყიდვებს, პროექტის შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდებს.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარ სკოლის სერტიფიკატი.

კურსით დაინტერესების შემთხვევაში, მიჰყევით ბმულს http://www.prschool.ge/geo/applicationform.php  და გაიარეთ რეგისტრაცია.

საკონტაქტო პირი: თინანო სამყურაშვილი
საკონტაქტო ტელეფონები: 2 55 01 99; 2 98 83 44; 5 55 65 67 05
ელექტრონული ფოსტა: tiko@gepra.ge; prschool.ge@gmail.com

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთავაზობთ პროექტების მართვის სილაბუსს: