იცოდით რომ გუგლს შავკანიანი ერი ვეგონეთ? ეს არანეგატიური, მაგრამ არასწორი ინფორმაციაა ჩვენზე…

ასევე შეხვდებით ნეგატიურ რეზულტატებსაც: “ქართველი ხალხი არის უტვინო”, “ქართველები არიან იდიოტები”  და   ა.შ    

მოკლედ აგიხსნით …

გუგლის საძიებო სისტემაში, თუ  კი ვინმეს დააინტერესებს, როგორები ვართ, ჩვენს შესახებ შეთავაზებული პირველი ვარიანტები იქნება ნეგატიური.

მსგავს სიტუაციაში იყვნენ რუმინელებიც.

თუ ინტერნეტში დაძებნით ფრაზას “რუმინელები არიან…” ნახავთ, რომ გუგლის ავტომატური  შემოთავაზებები რუმინელების შესახებ  ზედმეტად ნეგატიურია და საპასუხოდ გიჩვენებთ შემდეგ ალტერნატივებს: “რუმინელები არიან უხეშები”, “რუმინელები არიან ქურდები”  და ა.შ

მათ გადაწყვიტეს მდგომარეობა გამოასწორონ 1 დეკემბრამდე (რუმინეთის ნაციონალური დღესასწაული) და ატარებენ კამპანიას, სადაც ჩაერთვება შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანი რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩაწერენ  საძიებო გრაფაში: “რუმინელები არიან ჭკვიანები” ან “რუმინელები არიან ლამაზები”  და  მსგავს პოზიტიურ ფრაზებს.

[youtube.com=watch?v=fDY-Q7oCbfw&feature=player_embedded]

ჩვენც შეგვიძლია ჩავატაროთ მსგავსი სახის კამპანია და გამოვასწოროთ საქართველოს იმიჯი ვებ–სივრცეში.

მიიღეთ მონაწილეობა კამაპანიაში და იზრუნეთ საქართველოს იმიჯზე გუგლში.

ეს არც ისე ძნელია….

ამისათვის საჭიროა ყველა ჩვენგანმა ჩავწეროთ google search-ში: “Georgian people are  beautiful”,  “Geogian people are strong”    და  სხვა პოზიტიური სახის განცხადებები.