2002 წელს, დიზაინერ მარკ ჯაკობსის მოწვევით, ტაკაში მურაკამიმ, რომელიც თანამედროვე იაპონური არტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა, გრძელვადიანი თანამშრომლობა ბრენდ Louis Vuitton-თან დაიწყო.

მან შექმნა ნამუშევრების სერია, რომელიც ჩანთების დიზაინში გამოიყენეს .

სერია აგებული იყო ბრენდის სახელის მონოგრამის გამოყენებით და კომპანიას დიდი კომერციული წარმატება მოუტანა.

მურაკამის ამ სერიამ, საერთაშორისოდ აღიარებული მხატვრის სახელი მოუტანა, რომელმაც  ბუნდოვანი გახადა ხაზი „მაღალ“ და „დაბალ“ არტს შორის.

Advertisements