სასტუმრო ზღვის პირას, სასტუმრო მთის ძირში, სასტუმრო კუნძულზე…  შესაძლოა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ,მაგრამ… სასტუმრო ამჯერად…  უბრალოდ ხის ტოტზე… გერმანიაში ექსტრემალი ტურისტებისთვის სასტუმრო – High Ropes Forest გაიხსნა. სასტუმროს ნომრები პატარა კარვებია, რომლებიც უზარმაზარი ხეების ტოტებზე კიდია.

თუ გსურთ გაიგოთ რას გრძნობს ჩიტი ძლიერი ქარის დროს ბუდეში – ეწვიეთ ამ სასტუმროს.

კარავი სუსტი ნიავის დროსაც კი სხვადასხვა მიმართულებით ირხევა, ასეთი “ნომრიდან” დამოუკიდებლად გამოსვლას ნამდვილად ვეღარ შეძლებთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით ვისთან ერთად აპირებთ ამ მეტად ეგზოტიკური საღამოს გატარებას!

თუმცა ეს ყველაფერი არ არის – სასტუმროს “ნომრის კედლები”, ფაქტობრივად, გამჭვირვალეა. როცა კარავში სინათლე ანთია, გარედან მისი ბინადრების სილუეტები ნათლად  ჩანს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, სასტუმრო High Ropes Forest სტუმრების  მიღებას ვეღარ  აუდის…