ისლამური კანონები კრძალავს ალკოჰოლური სასმელების დალევას. სწორედ ამიტომ მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედზე მეტს ვისკის გემო გასინჯული არ აქვს.

კომპანიამ Arkay Beverages გადაწყვიტა ეს უსამართლობა მსოფლიოში პირველი უალკოჰოლო ვისკის გამოშვებით აღმოეფხვრა.

ვისკი “ალალია”, ანუ დამზადებულია ისლამური კანონების მიხედვით და ამავდროულად შეესაბამება, როგორც ამერიკის ასევე ევროპის ბაზრის სტანდარტებს.

გემოთი და სურნელით ვისკი არკაი არ ჩამოუვარდება ტრადიციულ ვისკებს.

უფრო მეტიც, სახელწოდების შექმნას საკუთარი ფრიად ორიგინალური ლეგენდაც აქვს.🙂

თურმე კომპანიის ერთ დამფუძნებლისთვის, რომელსაც ყავა გადასხმია მეორეს მიუმართავს “Are you OK?”. ყავაგადასხმულ დამფუძნებელს დაფუფქვისგან მიღებული ტკივილები სრულიად დავიწყებია და გონებაგანათებულს ახალი სიტყვის აღმოჩენით ყვირილით აუკლია ოფისი.

“არკაი”, “არკაი” – გაიძახოდა თურმე ეს უკანასკნელი და სწორედ ეს სახელი დაარქვეს კომპანიას და ვისკისაც.

რას ერჩით? მაგარი ლეგენდაა და რომ არ ყოფილიყო არქიმედე და მისი “ევრიკა”, შეძახილი “არკაი” ვიკიპედიაშიც მოხვდებოდა და ჩვენ შვილებსაც ფიზიკის არა, მაგრამ მუსლიმური ვისკის აღმოჩენის და შექმნის ისტორიის მოყოლისას ამ ლეგენდაზე ვახალისებდით.

ისე, რითია ახლა ეს ლეგენდა არქიმედეს ლეგენდაზე უარესი?

კომპანიის მესვეურები ვარაუდობენ, რომ მათი პროდუქციის მომხმარებელი არ იქნება მხოლოდ ისლამური კანონების დამცველი მოსახლეობა. არკაის მომხმარებელი გახდება ასევე ვისკის ის დამფასებელები, რომლებიც ამ სასმელში მის გემოვნებით თვისებებს სცემენ პატივს და არა ალკოჰოლით თრობას. ასევე ის პირები, რომლებსაც ალკოჰოლური სასმელების მიღება ჯანმრთელობის გამო არ შეუძლიათ.

არკაი, პირველ ეტაპზე ამერიკის ბაზრის დაპყრობას აპირებს, ხოლო გაისად ევროპისა და აზიის ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.

წარმატება ვუსურვოთ.🙂