საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში (მინიმუმ 2 წელი)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მათ შორის კარგად წერა)
** ინგლისური ენა მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office – Word, Excel, PowerPoint
** სასურველია ვებ-გვერდის მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული და კრეატიული აზროვნება
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის კარგი უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** სადაზღვევო კომპანიის მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება
** სადაზღვევო კომპანიის სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
** მასმედიასთან ურთიერთობა
** კომპანიის ვებ-გვერდის ადმინისტრირება
** პრეს-რელიზების მომზადება
** პრეზენტაციების, საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება/გამოქვეყნება
** მარკეტინგის ბიუჯეტის მართვა, კონტროლი და ანგარიშის მომზადება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: info@standard-insurance.ge | hr@standard-insurance.ge და აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება – “მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი”.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 დეკემბერი, 2011 წ.