დიზაინის ახალი ტრენდი მინიმალიზმისკენ მიდრეკილებაა და ბევრმა ბრენდმაც ვერ გაუძლო ცდუნებას.

თუმცა, შედეგების ეფექტიანობაზე ვერაფერს ვიტყვით.

დიზაინერმა Mehmet Gozetlik-მა კრეატიული დიზაინ ბიურო Antrepo-დან გადაწყვიტა ცნობილი ბრენდების მინიმალისტური ვარიანტები წარმოედგინა.

დიზაინი უფრო დახვეწილი და უზადო გამოვიდა, თუმცა ბრენდებმა საკუთარი “სული”, საკუთარი “მე” დაკარგეს.

ამ პოსტს ვწერდი, როდესაც ყველაზე ცნობილმა ამერიკულმა საპნის ბრენდმა “აივორიმ” რედიზაინინგი გამოაცხადა და მაქსიმალური მინიმალიზაციისკენ წავიდა.

უფრო მეტიც, ლოგოტიპის შესაქმნელად უფასო ფონტი გამოიყენა. თავად ნახეთ, რა შედეგებით დასრულდა ეს ნაბჯი.

Ivory Logo, Before and After

Ivory

Ivory

Ivory

ამისთვის ღირდა 132 წლიანი ლოდინი?🙂