კანადის სამაუწყებლო კორპორაცია ანუ CBC ქვეყნის ტელე, რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეა. იგი ფლობს უპირატესობას ნიუსისა და გართობის სფეროში და სახელმწიფოსგან ფინანსდება. თუმცა კორპორაციის ბოლოდროინდელმა კრიტიკულმა განწყობამ კონსერვატიული პარტიის მიმართ მის ბიუჯეტზე იმოქმედა, რადგან პარტია პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს.

არ არის გამორიცხული საზოგადოებრივი მაუწყებლის პრივატიზაციაც მოხდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეგობრები კორპორაციის დასახმარებელ კრეატიულ ვიდეორგოლებს ამზადებენ, რომ საზოგადოებას მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარი შესთავაზონ და ეს ტელეარხი გაყიდვას გადაარჩინონ. ერთ-ერთ მათგანს კი ასე ჰქვია:

“კანადის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამერიკელმა მოჭიდავემ იყიდა”