საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში (მინიმუმ 2 წელი)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მათ შორის კარგად წერა)
** ინგლისური ენა მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office – Word, Excel, PowerPoint
** სასურველია ვებ-გვერდის მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული და კრეატიული აზროვნება
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის კარგი უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** უნივერსიტეტის მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება
** უნივერსიტეტის სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
** მასმედიასთან ურთიერთობა
** უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება
** პრეს-რელიზების მომზადება
** პრეზენტაციების, საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება/გამოქვეყნება
** მარკეტინგის ბიუჯეტის მართვა, კონტროლი და ანგარიშის მომზადება.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

საჭირო დოკუმენტაცია: CV და სამოტივაციო წერილი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის და სამოტივაციო წერილის მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან).

საბუთების მიღება წარმოებს ელ-ფოსტის მეშვეობით, 2012 წლის 15 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის პირველი მიკრო რაიონი, ბედიას ქუჩა, თავისუფალი უნივერსიტეტის შენობა
ელ-ფოსტა: vacancy@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.freuni.edu.ge