კურსის დაწყების დღე: სამშაბათი, 31 იანვარი, 2012 ; 19:00

კურსის დამთავრების დღე: შაბათი, 5 მაისი, 2012 ; 15:00

კურსის ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, (GAU) ჭავჭავაძის 17ა

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე

სალექციო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი – 19:00 – 22:00; შაბათი – 12:00 – 15:00

სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე PR/კომუნიკაციის მენეჯმენტში.
კურსის მიზანია, თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის პიარის, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის, საფუძვლების სწავლება; თანამედროვე პიარ–კომუნიკაციების ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გაცნობა და ყველა იმ საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რომელიც დაეხმარებათ მათ პიარ–მენეჯერის ფუნქციების წარმატებით შესრულებაში.
ამ კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ექნებათ პიარის თეორიისა და ტექნოლოგიების შესახებ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავადვე ჩამოაყალიბონ პიარ–სამსახური, განსაზღვრონ და წარმატებით განახორციელონ პიარ–სამსახურის ფუნქციები.

სალექციო კურსები შემუშავებულია და წარმოდგენილია პრაქტიკოსი, წარმატებული პროფესიონალი ლექტორების გუნდით, დასავლური სტანდარტების შესაბამის მაღალი დონის ინოვაციურ და სპეციალიზებულ განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისგან:
• ეფექტური კომუნიკაციები
• მარკეტინგი
• მარკეტინგული კვლევა
• პიარი
• ბრენდინგი
• ივენთ–მენეჯმენტი
• მედია–მენეჯმენტი
• სოციალური მედია
• BTL
• მარკეტინგული გეგმის შემუშავება
• მარკეტიგული პროექტის მომზადება

პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილ სარეკომენდაციო წერილს, რომელიც მას სამსახურის დაწყების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

სწავლების ფორმა:

– ლექციები
– პრაქტიკული მეცადინეობა
– პრეზენტაციები

შეფასების ფორმა:

– ინდივიდუალური ტესტი
– ჯგუფური პრეზენტაცია

კურსის ღირებულება:
-1100 ლარი
– 3-ეტაპიანი გადახდის პრინციპი

კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს Register Now -სა და საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით.

http://www.prschool.ge/geo/applicationform.php

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარ სკოლის სერტიფიცირებული დიპლომი

საკონტაქტო პირი: თინათინ სამყურაშვილი
საკონტაქტო ტელეფონები: 2 55 01 99; 2 98 83 44; 5 55 65 67 05
ელექტრონული ფოსტა: tiko@gepra.ge; prschool.ge@gmail.com