ბრიტანეთში საავტომობილო კომპანია Citroen-ს სარეკლამო რგოლის ჩვენება აიკრძალა, იმ შესაძლო რისკის გათვალისწინებით, რომ მაყურებელი მისი ყურებისას ეპილეფსიური შეტევისგან დაეზღვიათ.

სარეკლამო რგოლის ბრიტანულ ტელე-არხებზე გასვლის შემდეგ, სარეკლამო სტანდარტების მარეგულირებელ საბჭოში (ASA) 10-მდე საჩივარი შევიდა. მათ ნათელი ფერების ხშირი ცვლილება ეპილეფსიის სიმპტომებს უვითარებდა, ერთ-ერთ  მათგანს კი ნამდვილად ჰქონდა შეტევა.

ვიდეო-რგოლი, რომლის სახელწოდებაა “We are yes men”, კადრების სწრაფი ცვლითა და ხმის ტონალობის გაძლიერებით გამოირჩევა. პიკი, რომელიც ბრიტანელებისTვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, არის სურათი, სადაც სიტყვა “Yes”  ნარინჯისფერ ფონზე შავ წარწერად გამოდის.  რამდენიმე წამიან კადრში Citroen-მა “Yes”-ის გამოყენება 300-ჯერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელებისთვის ეს პირველი სარეკლამო რგოლი არ არის, რომელიც ეპილეფსიური შეტევის საშიშროების გამო აიკრძალა. 2007 წელს, ლონდონში 2012 წელს დაგეგმილი ოლიმპიადისთვის ორგანიზატორებმა თავიანთ საიტზე განთავსებული სარეკლამო რგოლებიდან ამოიღეს წყალში ხტომის ვიდეოები, რომლებიც გამოსახულების სწრაფი ცვლით ხასიათდებოდა.