საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა და გარე საკომუნიკაციო სტრატეგიის, ასევე სამოქმედო/აქტივობების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით პიარ აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა და გარე მომხმარებლების ინფორმირებულობის დონის განსაზღვრის მიზნით, კვლევების ორგანიზება და კვლევის შედეგების მუდმივი მონიტორინგი;
** მედია საშუალებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და სისტემაში მიმდინარე მოვლენების გაშუქების ორგანიზება;
** აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით მედია-მონიტორინგის წარმოება, საპასუხო ქმედებების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ამსახველი საბეჭდი მასალის ტექსტური ნაწილის მომზადება, დაბეჭდვისა და გავრცელების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროფესიული სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების გამართული ცოდნა.

საქმიანი თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი ან http://www.nbe.gov.ge) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@nbe.gov.ge 2012 წლის 27 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

გაითვალისწინეთ, რომ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შევსება სავალდებულოა.