შპს “ბერტა” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: მცხეთა, წეროვანი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის/გეგმის შემუშავება/შესრულება;
** ბაზარზე არსებული მდგომარეობის, საწარმოს საქმიანობის, კონკურენტების შეფასება, ანალიზი;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, სარეკლამო აქციების/სტიმულირების პროგრამების განხორციელება;
** მარკეტინგული კვლევების ორგანიზება, ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური, მარკეტინგის ან ბიზნესის მენეჯმენტის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლის გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook, ინტერნეტი) ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭებათ მსგავს პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

ძირითადი ფაქტორები წარმატებისთვის:

** დისციპლინის მაღალი დონე;
** პროფესიონალიზმის მაღალი დონე;
** ორგანიზატორის უნარი;
** ერთგულება ორგანიზაციის ბიზნესისადმი;
** კვალიფიკაციის განვითარების შესაძლებლობა.

აპლიკანტი უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი თვისებებით:

** დატვირთული გრაფიკის ქვეშ მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** თავდაჯერებულობა;
** მიზანზე ორიენტირებული.

კანდიდატებმა CV უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, მისამართზე: hr@berta.ge 2012 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. არასრული ფორმით მიღებული განცხადება არ განიხილება. გთხოვთ, ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.